
ბიბილოვმა რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა თვითიზოლაციიდან მისცა
01/07/2020 13:13:11 კონფლიქტები
მოსკოვიდან დაბრუნებულმა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა თვითიზოლაციიდან მისცა. ინფორმაციას და ფოტოებს ოსური სააგენტო “რესი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბიბილოვს საკუთარ რეზიდენციაში მობილური საუბნო საარჩევნო კომისია ეწვია.
"მე, როგორც რუსეთის მოქალაქეს, აუცილებლად მიმაჩნია, ხმა მივცე რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც აუცილებელია არა მხოლოდ თავად რუსეთისთვის, არამედ სამხრეთ ოსეთისთვისაც”, – განაცხადა ბიბილოვმა.
რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 2024 წელსაც შეეძლება.