Accentnews.ge
ანა სუბელიანზე თავდამსხმელს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ანა სუბელიანზე თავდამსხმელს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

01/07/2020 13:37:57 სამართალი

სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანზე თავდამსხმელს თავისუფლების 1 წლითა და 6 თვით აღკვეთა განესაზღვრა,– იუწყება პროკურატურა. საუბარია გასული წლის ნოემბერში განხორციელებულ თავდასხმაზე.

„გამოძიებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 8 ნოემბერს, თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ წინ მიმდინარე აქციის დროს, შ.შ-მ გარეგნული იერსახისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მობილური ტელეფონი ესროლა ა.ს-ს, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა სახის არეში. შედეგად, დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმა ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენების დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მოხდა. რადიკალური ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. აქციის მონაწილეები ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ, ხოლო მათ, ვისაც პრემიერაზე დასწრება სურდათ, კინოთეატრებში პოლიციის კორდონის გავლით უწევდათ მოხვედრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S