Accentnews.ge
„ვიზეარი“: „როდესაც ფრენებს ვაუქმებთ, მგზავრს სამ არჩევანს ვთავაზობთ"

„ვიზეარი“: „როდესაც ფრენებს ვაუქმებთ, მგზავრს სამ არჩევანს ვთავაზობთ"

01/07/2020 13:49:03 ეკონომიკა, საზოგადოება

თუ „ვიზეარი“ ფრენას აუქმებს, მგზავრები ანაზღაურებას აუცილებლად მიიღებენ, – ამის შესახებ ავიაკომპანია ​„ვიზეარის“ კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრას რადომ ჟურნალისტებს განუცხადა.

„როდესაც ფრენებს ვაუქმებთ, მგზავრს სამ არჩევანს ვთავაზობთ: ერთი ვარიანტი 100%-იანი ანაზღაურების მიღებაა, რითაც მგზავრები ბილეთის ფულს მთლიანად დაიბრუნებენ; მეორე – პირდაპირ მათ პროფილზე აიტვირთება „ვიზეარის“ კრედიტი, რომელიც 120%-იან ანაზღაურებას გულისხმობს – მგზავრებს შეუძლიათ, ეს კრედიტები ​მოგვიანებით გამოიყენონ; ხოლო მესამე ფრენის გადაცვლაა – თუ „ვიზეარი“ ფრენას აუქმებს, მგზავრები ანაზღაურებას აუცილებლად მიიღებენ“, – განაცხადა ანდრას რადომ.

ცნობისთვის: გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Wizz Air ქუთაისის ბაზას აუქმებს.

მოგვიანებით კომპანიამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ზადაა, აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა. 30 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში იქნება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S