Accentnews.ge
თურნავა მოქალაქეებს ავიაბილეთბთან დაკავშირებით აფრთხილებს

თურნავა მოქალაქეებს ავიაბილეთბთან დაკავშირებით აფრთხილებს

01/07/2020 16:41:06 საზოგადოება

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ავიაბილეთები შეიძინონ მხოლოდ იმ რეისებზე, რომელთა განრიგიც ოფიციალურად არის გამოქვეყნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდებზე. ამის შესახებ მინისტრმა „აირზენას“ მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეუთანხმებელი რეისების დაგეგმვის თემაზე საუბრისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია „აირზენა“ ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შეუთანხმებლად ყიდის და ეს რეისები არ არის ჩვენს მიერ ოფიციალურად გაცხადებულ მიმართულებებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

იხილეთ ასევე: ევროპისა და ისრაელის მიმართულებით დაგეგმილი ჩარტერული რეისების განრიგი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S