Accentnews.ge
აზერბაიჯანში COVID-19–ის 7 831 აქტიური შემთხვევაა

აზერბაიჯანში COVID-19–ის 7 831 აქტიური შემთხვევაა

01/07/2020 18:02:28 კავკასია

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში COVID-19–ის 558 ახალი შემთხვევა გამოავლინეს,– იუწყება მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი.

შტაბისვე ცნობით, ამავე პერიოდში ვირუსს ქვეყანაში 7 პაციენტი ემსხვერპლა, ხოლო 346 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

პირველი ივლისის მდგომარეობით, აზერბაიჯანში ჯამში 18 112 ინფიცირების ფაქტია დადასტურებული, მათგან 10 061 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 220 შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.

ამჟამად ქვეყანაში 7 831 აქტიური შემთხვევაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S