კანდელაკი: "ახალ წლამდე საერთოდ ვერ იყიდით ბილეთს – ესეც განიხილება"
01/07/2020 19:53:38 ეკონომიკა
„ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, განიხილება, რომ კომპანია „ვიზეარმა“ ახალ წლამდე ბილეთების გაყიდვა შეაჩეროს.
ის მთავრობას გადაწყვეტილების, რომლის თანახმადაც ფრენები აგვისტომდე არ აღდგება, გადახედვისკენ მოუწოდებს.
„თქვეს [მთავრობამ], რომ 1 ივლისიდნ გაიხსნებაო [საერთაშორისო ფრენები], მაგრამ არ გაიხსნა. გუშინ გავიგეთ, რომ ფრენები შესაძლოა, არც აგვისტოში აღდგეს. ბიზნესია „ვიზეარმა“ და რა თავში იხალოს ეს ბაზა? ტყუილა რატომ უხადოს ხელფასი 200 ადამიანს (იმედი მაქვს ისინი შეინარჩუნებენ სამსახურს)? ამიტომ, გადაწყვიტეს, „ჩამოყალიბდით და შემდეგ გვითხარითო“. დღევადელ მათ [„ვიზეარის“} ინტერვიუში ნათქვამია, რომ განუსაზღვრელი დროით არის ყველა ფრენა გაუქმებული. ხვალიდან მთავრობამ ყვეაფერი გვერდზე უნდა გადადოს, ეს ვითარება შემოატრიალოს და ფრენები იმ ქვეყნებთან მაინც უნდა დაწყიოს, სადაც კარგი ეპიდვითარებაა და გამოვიყენოთ ეს პრივილეგია, რომ ვართ 15 ქვეყანაში [ვისაც ევროკაშირი საზღვრებს უხსნის]. მე ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ „ვიზეარი“ აპირებს ბილეთების გაყიდვის შეჩერებას ახალ წლამდე. ახალ წლამდე საერთოდ ვერ იყიდით ბილეთს – ესეც განიხილება, რადგან ბიზნესს არ უყვარს არაპროგნოზირებადი ვითარება“,– განაცხადა კანდელაკმა „ტვ პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა. საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა. 30 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში იქნება.
30 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Wizz Air ქუთაისის ბაზას აუქმებს.
1 ივლისს Wizz Air–ში განაცხადეს, რომ კომპანია გამოხატავს მზაობას, შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები.


