Accentnews.ge
ჩხრეკა წეროვანში: „თბილისის სპეცრაზმი მოვარდა და ააწიოკეს სახლი“

ჩხრეკა წეროვანში: „თბილისის სპეცრაზმი მოვარდა და ააწიოკეს სახლი“

01/07/2020 21:15:43 სამართალი

სამართალდამცველებმა წეროვანში ჩხრეკა ჩაატარეს. ამის შესახებ „მთავარი არხის“ ეთერში გენერალმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფორმალურად იარაღს ეძებდნენ, თუმცა ჭანკოტაძე ფიქრობს, რომ მომხდარი რეალურად მას უკავშირდება.

„ახლა წეროვანში ვარ. დაახლოებით, 20:00 საათზე აქ, ჩვენს ბიჭებთან თბილისის სპეცრაზმი მოვარდა, ააწიოკეს სახლი. ხალხი ცუდად გახდა – ჩვენი ბიჭების დედა გახდა ცუდად. იარაღს ეძებდნენ. რეალური მიზეზი არის ის, რომ ვეტერანები, 2008 წლის ომის გმირები არიან, ბოლომდე ომობდნენ იქ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.მეორე რიგში, ესენი არიან ლტოლვილები. ყველაზე გაჭირვებული ხალხი იპოვეს, დაადგნენ და რაღაც სპეცოპერაციას ატარებენ. მე ამას დავარქმევ პოლიტიკურ დევნას: მე, როგორც ამ ომის მონაწილე, ვეტერანი, ამ ბიჭებს ვუვლი, ვეკითხები „რა გაჭირვება აქვთ, როგორ ცხოვრობენ, რითი შემიძლია, დავეხმარო“. პერიოდულად ვხვდები, რომ გავიგო რა სიტუაციაში არიან და ეტყობა, ამ პოლიტიკური მიზეზით დაარტყეს დღეს და ჩაუტარეს სპეცოპერაცია. როგორც ბიჭები ამბობენ, „რაღაც ორდერი გვანახესო.“ ერთი საათის განმავლობაში, გადაატრიალეს სახლი, - ამბობს ჭანკოტაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S