თბილისში, გმირთა მოედანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა
02/07/2020 05:00:21 სამართალი
თბილისში, გმირთა მოედანზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოტოციკლის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.


