
ლიფტის შახტში მოზარდი ჩავარდა
02/07/2020 07:24:37 სამართალი
წყალტუბოში ყოფილ სავაჭრო ცენტრ “მერცხალის” ლიფტის შახტში 17 წლის მოზარდი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გოგონა შენობაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე: გამოძიება სსკ–ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.