Accentnews.ge
„როგორ უნდა ვაღიარო ბოკერია, რომელიც სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია და იმდენი კაცობაც არ ჰყოფნის, რომ პასუხისმგებლობა აიღოს"

„როგორ უნდა ვაღიარო ბოკერია, რომელიც სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია და იმდენი კაცობაც არ ჰყოფნის, რომ პასუხისმგებლობა აიღოს"

02/07/2020 08:09:49 საშინაო პოლიტიკა

"როგორ უნდა ვაღიარო გიგა ბოკერია, რომელიც სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია და იმდენი კაცობაც არ ყოფნის, რომ პასუხისმგებლობა აიღოს იმ რეჟიმზე, რომლის ერთ-ერთოშემოქმედი თვითონ არის",- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ტელეკომპანია ,,პალიტრის“ ეთერში განაცხადა.

მოძრაობა ,,ხალხისთვის“ ლიდერის თქმით, გიგა ბოკერიას ჰგონია, რომ ვისაც სურვილი აქვს პოლიტიკაში ფეხი შემოდგას, უნდა მივიდეს, შაჰივით თაყვანი სცეს მას:

"გიგა ბოკერია, არის მართლა ორღობის კისინჯერი. მას ჰგონია, რომ ვისაც სურვილი აქვს პოლიტიკაში ფეხი შემოდგას, უნდა მივიდეს, შაჰივით თაყვანი სცეს გიგა ბოკერიას? რას აკეთებს გიგა ბოკერია? გამოვიდეს და დადგეს მაჟორიტარად. 30 წელია, ადამიანი პოლიტიკაშია. 30 წელი შეიძლება იყო პოლიტიკაში და ამ პოლიტიკური ჭრა-კერვით იყოს დაკავებული? ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა არის კულუარებში. ბოკერიას ოჯახი გაღიზიანდა ალეკო ელისაშვილზე და ჩემზე იმ ფაქტით, რომ ჩვენ გამოვიყენეთ კონსტიტუციური თავისუფლება და როგორ გავიფიქრეთ, რომ პოლიტიკაში გვინდა, არ ჩავედით და შაჰინ-შაჰს თაყვანი არ ვეცით ამისთვის. გიგა ბოკერიას მე როგორ უნდა ვსცე თაყვანი? როგორ უნდა ვაღიარო გიგა ბოკერია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის და თან უარს ამბობს რომ ამაზე პასუხი აიღოს. იმდენი კაცობაც არ ყოფნის, რომ პასუხისმგებლობა აიღოს იმ რეჟიმზე, რომლის ერთ-ერთო შემოქმედი თვითონ არის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S