
ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რატომ არ გახსნა მთავრობამ საზღვრები: "რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება"
02/07/2020 08:40:14 საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რატომ არ გახსნა მთავრობამ საზღვრები დაგეგმილ ვადაში.
„50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად არის ზღვაში წვეთი ჩვენი ეკონომიკისთვის, მათი 1 პროცენტი რომ მაინც დაინფიცირდეს, ამან შეიძლება, საკმაოდ სერიოზული გავრცელება გამოიწვიოს. მერე რომც შეზღუდვები არ დავაწესოთ, გავრცელების პირობებში ადამიანები თვითშეზღუდვით არიან დაკავებულები, ეკონომიკური აქტივობა ვარდება, ამიტომ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება. ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ ჩვენ საზღვარს არ გავხსნით არავისთან? არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, ის ქვეყნები შეირჩეს სწორად, ან ის წესი მიმოსვლის ისეთნაირად დადგინდეს, რომ პირველ რიგში ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და მეორე რიგში ხელი შევუწყოთ მიმოსვლას. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ პერიოდისთვის ადეკვატური პრინციპია, დარწმუნებული ვარ, შემდგომი ორი თვისთვის ეს ადეკვატური მიდგომაა”, - განაცხადა მაჭავარიანმა.