Accentnews.ge
19 ოპოზიციური პარტია: "გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპული საკითხია"

19 ოპოზიციური პარტია: "გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპული საკითხია"

02/07/2020 09:06:17 საშინაო პოლიტიკა

19 ოპოზიციური პარტია მოითხოვს, რომ "8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს და შეწყდეს პოლიტიკური მიზნებით მართლმსაჯულების გამოყენება".

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ "გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა".

პარტიების ერთობლივი განცხადების თანახმად, „პოლიტიკური პარტიების, საქართველოს მოქალაქეების, აქტივისტებისა ძალისხმევით და საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა თავად მიეღო იმგვარი ცვლილებები, რაც არსებითად პროპორციული არჩევნების ჩატარებას შესაძლებელს ხდის“ და „მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა მისთვის ხელისშესაშლელად, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დაწყებული დემოკრატიზაციის პროცესმა შედეგი გამოიღო“.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ეს შედეგი გარანტიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ მოსული ხელისუფლება უკონტროლოდ არ დარჩეს“.

19 პარტიის შეფასებით, „ბიძინა ივანიშვილმა კომიკურ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ ჩაიგდო თავი როცა არსებითად პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადასვლას, ოპოზიციაზე გამარჯვებად აცხადებს, საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეულ შედეგს კი თავის სურვილს არქმევს“.

ოპოზიციის განცხადებით, არსებითად პროპორციული არჩევნების მიღწევაში, დიდი როლი ითამაშა დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობამ და მტკიცე პოზიციებმა: „ის თუ როგორ მივაღწიეთ არსებითად პროპორციულ არჩევნებს, მაგალითია მომავალი თანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის, რაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად. მიუხედავად ჩვენს შორის არსებული არსებითი განსხვავებებისა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვაპირებთ მივუდგეთ მომავალ პოლიტიკურ პროცესს“.

განცხადებას ხელს აწერენ: „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „ახალი საქართველო“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“, „ევროპული დემოკრატები“, „ქრისტიან კონსერვატიული პარტია“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“,, „ემსახურე საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტია“, „გამარჯვებული საქართველო“,“მოძრაობა ლელო საქართველოსთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“, "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“, „სამოქალაქო ალიანსი, თავისუფლებისათვის“, „სამართლიანობისთვის“, „კანონი და სამართალი“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S