"ვიმედოვნებთ, პარლამენტი საარჩევნო კოდექსის საუკეთესო ვერსიას დაამტკიცებს"

02-07-2020 13:18:00 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი საარჩევნო კოდექსის რეფორმის საუკეთესო ვერსიას დაამტკიცებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე პარლამენტის სპიკერთან და სხვებთან. ეს კანონმდებლობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც უკვე შეიცავს ოდირის ზოგ რეკომენდაციას, ჩვენ განვიხილეთ ის დამატებითი პირობები, რომლებიც შექმნიდა გარემოს უფრო თავისუფალი, სამართლიანი სანდო და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს ოქტომბერში. ვიცი, რომ კანონპროექტზე უკვე ჩატარდა ბევრი სამუშაო და იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი საარჩევნო კოდექსის რეფორმის საუკეთესო ვერსიას დაამტკიცებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები