Accentnews.ge
თურნავა: "აირზენას" პარიზი – თბილისის რეისზე თანხმობა არ ჰქონდა"

თურნავა: "აირზენას" პარიზი – თბილისის რეისზე თანხმობა არ ჰქონდა"

02/07/2020 10:02:40 ეკონომიკა

„აირზენას“ მთელი რიგი რეისები შეთანხმებული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, მაგრამ პარიზის რეისზე ოფიციალური თანხმობა არ ქონიათ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხდა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ამსტერდამის, ვენის, თელავივის რეისები სრულად იყო შეთანხმებული.

„პარიზის რეისზე ბილეთები ისე იქნა გასხვისებული, ჩვენთან არ მოხდა შეთანხმება. ვიცი, ჩვენი ემიგრანტები, რომლებმაც მაღალი ფასი გადაიხადეს პარიზი – თბილისის ფრენაში, მოუთმენლად ელოდებიან შესაძლებლობას, რომ ეს რეისი შესრულდეს. მიუხედავდ იმისა, რომ ეს არ იყო დაგეგმილი, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უსაფრთხოდ შესრულებაზე მგზავრებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს გარკვეულ სირთულეს გვიქმნის, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არ გადაიდოს ან დიდი ხნით არ გადაიდოს ეს რეისი და დროულად შესრულდეს. ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში გავაკეთებ განცხადებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ევროპის ქალაქებიდან ფრენებს სხვადასხვა ავიაკომპანია განახორციელებს და ფრენების განრიგი 6 ივლისიდან გამოქვეყნდება.

„ყველას ექნება ქვეყნაში დაბრუნების შესაძლებლობა კარანტინის გავლით, სახელმწიფოს ხარჯზე. ეს არ იქნება მხოლოდ ერთი კომპანია. ჩვენი სამინისტრო საავიაციო დარგში მეტი კონკურენციის მომხრეა. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ ჩვენს ბაზარზე „ვიზეარი“ გაფართოებულიყო, „რაინერი“ შემოსულიყო, სხვა ავიაკომპანიები შემოსულიყო. აქაც ამ პრინციპს დავიცავთ მაქსიმალურად. ეს იქნება რამდენიმე კომპანიის მონაწილეობით. „აირზენა“ კვლავაც გააგრძელებს თავისი ჩარტერული რეისების შესრულებას, რა თქმა უნდა, ჩვენთან შეთანხმებით. მაგრამ, რა დავალებაც ახლა მივიღეთ პრემიერისგან, ეს არ არის კომერციული ჩარტერები, სადაც ავიაკომპანია თავისი შეხედულებისამებრ აწესებს ფასებს. „აირზენას“ კომერციულ ჩარტერებზე ძალიან მაღალი ფასები აქვს. ახლა ვსაუბრობ სუბსიდირებად სოციალურ ფრენებზე, როგორც ეს აქამდე იყო, ბილეთის შეზღუდული ღირებულებით, რომელსაც სახელმწიფო დაუკვეთს კონკრეტულ კომპანიებს. ეს კვლავაც შეიძლება, იყოს „აირზენა“, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით და ვხედავთ დაინტერესებას სხვა ავიაკომპანიების მხრიდან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S