დღეს მსახიობ ირაკლი კვირიკაძის სესია ვირტუალურად გაიმართება
02/07/2020 12:23:01 ეკონომიკა
2 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს, ვირტუალურად დაესწროს მსახიობ ირაკლი კვირიკაძის სესიას თიბისის Facebook გვერდის ( https://www.facebook.com/tbcbank/ ) დახმარებით.
"თიბისის" ცნობით, ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი - ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.
მათი ინფორმაციით, სესიის - „აქ.ახლა - ქართული კინოს ახალი თაობა“ ფარგლებში, ირაკლი კვირიკაძე ისაუბრებს პროფესიულ გამოცდილებაზე - თუ რა თვისებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა მსახიობს, რომელსაც ჰოლივუდში წარმატების მიღწევა სურს; როგორ შეიცვალა მსოფლიო კინობიზნესის მოთხოვნები დაროსთან ერთად და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მსოფლიო კინოინდუსტრიაში მუშაობა.


