Accentnews.ge
ვახტანგ გომელაური თურქეთის ელჩს შეხვდა

ვახტანგ გომელაური თურქეთის ელჩს შეხვდა

02/07/2020 12:28:12 სამართალი, რეკლამა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ორმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა და ელჩმა, ასევე, მხარეთა შორის საპოლიციო სფეროში სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S