Accentnews.ge
საფრანგეთი საქართველოსთვის საზღვარს ხსნის

საფრანგეთი საქართველოსთვის საზღვარს ხსნის

02/07/2020 13:02:57 ეკონომიკა

საფრანგეთი საქართველოსთვის საზღვარს ხსნის. ინფორმაციას საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი Twitter-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ვადასტურებ, რომ 00:01 საათიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთის საზღვრები იხსნება“, - წერს კოლასი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, გერმანიამ, ისლანდიამ, ესპანეთმა საქართველოს მოქალაქეებს საზღვარი გაუხსნა.

უსაფრთხო ქვეყნების სია ევროპულმა საბჭომ 30 ივნისს გამოაქვეყნა. თავად საქართველოს კი საერთაშორისო ავიარეისებზე შეზღუდვები 1 აგვისტომდე აქვს დაწესებული. ამასთან, უცნობია, აღდგენა თუ არა რეგულარული ფრენები აგვისტოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S