113 ეკომიგრანტ ოჯახს სახლი დაუკანონდა

02-07-2020 17:20:53 საზოგადოება ,რეკლამა

მთავრობის განკარგულებით, კიდევ 113 ეკომიგრანტ ოჯახს წალკის, თეთრიწყაროს, ნინოწმინდის, ახმეტის, ლაგოდეხის, სიღნაღისა და ხონის მუნიციპალიტეტებში სახლები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახლებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ფართები, ამ დრომდე, დაკანონებული არ ჰქონდათ. მიმდინარე წლის ბოლომდე, საცხოვრებელ ფართი კიდევ 200 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდება, დამატებით 180 ოჯახს კი ახალი სახლი გადაეცემა. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, უსაფრთხო გარემოში 1300-მდე ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები