„საქართველოს ბანკმა“ "Commerzbank"-ისგან საოპერაციო ჯილდო მიიღო

02-07-2020 17:22:39 ეკონომიკა ,რეკლამა

Commerzbank-მა „საქართველოს ბანკს“ ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის საოპერაციო ჯილდო გადასცა. ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ „საქართველოს ბანკი“ Commerzbank -ის მიერ კიდევ ერთხელ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2019 წელს ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტი აჩვენა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბანკი წლებია უცვლელი, მაღალი ხარისხით აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც აუცილებელია ჯილდოს მოსაპოვებლად’’, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

მათივე ინფორმაციით, Commerzbank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი ეფექტურობით.

ჯილდო ბანკმა გამართული STP პროცესებისთვის უკვე მეხუთედ მიიღო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები