Accentnews.ge
"კონგრესმენ მალინის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არჩევნების მოახლოებაა"

"კონგრესმენ მალინის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არჩევნების მოახლოებაა"

02/07/2020 13:49:50 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ამერიკელი კონგრესმენის მაკვეინ მალინის მორიგ კრიტიკულ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ "მალინის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არჩევნების მოახლოებაა".

"ეს არ არის პირველი შემთხვევა კონკრეტულად ამ კონგრესმენისგან. ეს ადამიანი ადრეც გამოირჩეოდა კრიტიკული განცხადებებით ჩვენს მიმართ დარეგისტრირებული რაღაც ცვლილებებით, თუმცა ამას არასდროს არ ჰქონდა საბოლოდ მსვლელობა. ესეც ერთ-ერთი მორიგი შემთხვევა არის იმ ფონზე, როდესაც ყველა გვილოცავს და ნამდვილად აღტაცებას გამოთქვამს იმ წარმატებაზე, რომელიც მიღწეულ იქნა საქართველოსთვის, ქართველი ხალხის მიერ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს გულისხმობს, რომელმაც მიგვაახლოვა უფრო პროპორციულ არჩევნებთან არის 8 მარტის შეთანხმების შესრულების მთავარი პირობა.

ამ ფონზე კრიტიკა იმ ადამიანისგან, ვინც წლების განმავლობაში გვაკრიტიკებდა და რომელიც ცნობილი არის, ეს არ არის დაფარული, რომ ლობისტურ საქმიანობას ეწევა კომპანია "ფრონტერას" მიმართ, რომელსაც დავა აქვს სახელმწიფოსთან და წააგო ეს დავა არბიტრაჟში გასაკვირი არ უნდა იყოს. ბოლო პერიოდშიც არ არის გასაკვირი, რადგან არჩევნები პერიოდი ახლოვდება, მე ვთვლი ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მით უმეტეს, როდესაც ასეთი წარმატებული ნაბიჯები გადადგა ჩვენმა ხელისუფლებამ.

თვის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ წარმოუდგენლად დიდი აღიარებები სხვადასხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან, თუ სხვადასხვა სტატიების, ჟურნალისტებისგან და იმ მიღწევებზე საუბარი, რაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, არ გვიკვირს ასეთი აქტივობები, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც დიდი ხნის კრიტიკოსები არიან ჩვენი ხელისუფლების, რომ განხორციელდა ცოტა მეტი სიხშირით," - განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ მალინმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირედ კიდევ ერთხელ მოიხსენია.

"ჩემი საკანონმდებლო აქტის ამოქმედება კარგი პირველი ნაბიჯი იქნება ცუდი აქტორების პასუხისგებისა და იმის საჩვენებლად, რომ მხარს ვუჭერთ თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამასთან, აუცილებელია ქართველი ხალხის მხარდაჭერის უფრო ფართო სტრატეგია, რათა შემდგომში ასეთი კორუფციული ქცევა აღიკვეთოს. ქართველ ხალხთან გვერდით დგომაში წარუმატებლობა საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობას, არამედ ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას მთელ მსოფლიოში",- ნათქვამია კონგრესმენ მალინის პუბლიკაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S