"ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ძალადობრივ, ანტიქართულ დაჯგუფებას არ უნდა დაეთმოს"

02-07-2020 18:23:57 საშინაო პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ კულტურისა სამინისტროს მიმართავს და სთხოვს, რომ "ექსტრემისტულ, პრორუსულ და "ქართულ ოცნებასთან" აფილირებულ დაჯგუფებას" ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ყრილობის ჩატარების უფლება არ მისცეს.

გიორგი კანდელაკის თქმით, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მსგავსი ღონისძიების გამართვა შეურაცხმყოფელი და ირონიულია.

„ევროპული საქართველოს" სახელით მინდა, მივმართო განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რომ არ მოხდეს ამ ნებართვის გაცემა და არ მიეცეს უფლება ამ ძალადობრივ, ექსტრემისტულ და ანტიქართულ დაჯგუფებას, რომ ეს ღონისძიება გამართოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. საზოგადოების უფლებაა, მოითხოვოს და მუზეუმი არ დაეთმოს იმ დაჯგუფებას, რომელიც გამოდის საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ“, - განაცხდა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის: დღეს საღამოს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ,,ქართული მარშის” დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ პარტიას „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“ სახელი ერქმევა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები