პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

02-07-2020 21:01:27 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ აღნიშნეს, რომ საარჩევნო ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს არ ეყრდნობა.

2020 წლის 29 ივნისს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ საკონსტიტუციო პროექტს მხარი დაუჭირა: შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან დაახლოებული სისტემით – 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით. მიღებულმა ცვლილებებმა რამდენიმე კანონში შესატანი შესწორებების საჭიროება წარმოშვა, კერძოდ იცვლება საარჩევნო კოდექსი, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი, ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები