“100 სკამი ცის ქვეშ” – 16 სპექტაკლი ვაკის პარკის ღია კინოთეატრში
03/07/2020 06:25:30 საზოგადოება, რეკლამა
7 ივლისიდან ვაკის პარკის ღია კინოთეატრი Club 33a წარმოგიდგენთ ახალ პროექტს "100 სკამი ცის ქვეშ". 7 ივლისიდან 11 აგვისტომდე, ყოველი კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, ვაკის პარკის ცის ქვეშ, მაყურებელი საყვარელ თეატრებს და მონატრებულ სპექტაკლებს შეხვდება.
პროექტის ფარგლებში Club 33a-ს სცენაზე 13 ქართული თეატრი და ორი დამოუკიდებელი პროექტი წარსდგება.
პროექტის ორგანიზატორის მაია გელოვანის განმარტებით, ღია სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ რეგულაციებს მაქსიმალურად ითვალისწინებენ და სრული პასუხისმგებლობით ეკიდებიან არსებულ ვითარებას.
“ყველას ვისაც მოენატრა სპექტაკლების ნახვა და თეატრის ჯადოსნური გარემო, ვაკის პარკის ღია კინოთეატრში, კლუბ 33ა- ში “100 სკამი ცის ქვეშ“ ელოდება, რა თქმა უნდა ,2 მეტრიანი დისტანციისა და ყველა წესის დაცვით. რაც მთავარია მაყურებელს მთელი გულით ელოდებიან რეჟისორები, თეატრები და მსახიობები, რომლებმაც პანდემიისთვის შექმნილი რეგულაციების გამო დაკარგეს ადგილი, სადაც სპექტაკლებს ითამაშებენ. პროექტმა “100 სკამი ცის ქვეშ “ ისინი გააერთიანა და მათი ერთიანი ძალისხმევით თეატრის ჯადოსნურობამ ღია ცის ქვეშ გადმოინაცვლა“, - აღნიშნავს მაია გელოვანი
პროექტს "100 სკამი ცის ქვეშ" 7ივლისს გახსნის მუსიკისა და დრამის თეატრის რეჟისორის, დავით დოიაშვილის სპექტაკლი “გაყრა” .
პ რ ო გ რ ა მ ა
7 ივლისი (გახსნა) _ მუსიკისა და დრამის თეატრი _ „გაყრა“ _ რეჟისორი: დავით დოიაშვილი
8 ივლისი _ თეატრი ათონელზე „მორალი“ _ რეჟისორი: პაატა ციკოლია
9 ივლისი _ მოზარდმაყურებელთა თეატრი _ - 18:00სთ. - „შოუ ზღაპართა ქვეყანაში“ / 22:00 სთ - „აურზაური არაფრის გამო“ _ რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
----------------
14 ივლისი _ სოხუმის თეატრი - „იაკიში და პუპჩე“ რეჟისორი - დავით საყვარელიძე
15 ივლისი - რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა _ მურმან ჯინორიას სპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“
16 ივლისი - მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი _ „7 პპ“ _ რეჟისორი: ზურაბ გეწაძე
-----------------
21 ივლისი _ მარჯანიშვილის თეატრი _ „მთვრალი ალუბალი“ _ რეჟისორი : ლევან წულაძე
22 ივლისი _ ილიაუნის თეატრი „რიჩარდ III“ _ რეჟისორი : კახაბერ შარტავა
23 ივლისი _ თოჯინების თეატრი – „საქართველო“ _ რეჟისორი : ნიკოლოზ საბაშვილი
----------------
28 ივლისი „ხედი სასტუმრო საქართველოდან“ ვანო ხუციშვილის დამოუკიდებელი პროექტი
29 ივლისი - თავისუფალი თეატრი _ „2030 დასაკარგი არაფერი გვაქვს“ _ რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი
30 ივლისი _ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი _ „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“ _ რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე
-----------------
4 აგვისტო _ „ზიპო“ პაატა ციკოლიას დამოუკიდებელი პროექტი
5 აგვისტო _ ფოთის თეატრი - „ხრამუნა“ რეჟისორი - პაატა ციკოლია
6 აგვისტო _ ცხინვალის თეატრი - „ჯაყო“ რეჟისორი - გოჩა კაპანაძე
11 აგვისტო _ (პროექტის დახურვა) _ მოძრაობის თეატრი _ „რეჩიტატივი ქალაქში" _ რეჟისორი: კახა ბაკურაძე


