მკვლელობა ფოტში: „5 ბიჭი ხელკეტებს ურტყამდა“
03/07/2020 07:23:21 სამართალი
ფოთში 2 ივლისს მომხდარი მკვლელობის თვითმხილველი აცხადებს, რომ მამაკაცს დაახლოებით, ხუთი პირი სცემდა.
„დაახლოებით, 5 ბიჭი ხელკეტებს ურტყამდა რაღაცას მიწაზე, ვიფიქრე, ალბათ გველი ნახეს–მეთქი. მერე დავინახე, რომ კაცი ეგდო ძირს და ხმას არ იღებდა. ვიყვირე ახლავე პოლიციას დავურეკავ-მეთქი. ისინი გაიქცნენ. ახლოს რომ მივედით, ხმას არ იღებდა, მეგონა, მკვდარი იყო, მაგრამ წყალი რომ შევასხით „ხმა ამოიღო- სასწრაფოს დაუძახეთ, მიშველეთო“. ვინ გირტყამდა, რომ ვუთხარი, მითხრა არ ვიცნობო“, -განაცხადა თვითმხილვეელმა ზაირა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს 43 წლის მამაკაცი მოკლეს. პაციენტი კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც გამზრახ მკვლელობას გულისხმობს.


