ცხინვალის რეგიონში კოვიდინფიცირების სამი ახალი შემთხვევაა

03-07-2020 12:03:12 კონფლიქტები

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში “იუგოსპოტრებნადზორის” ლაბორატორიაში კორონავირუსზე 21 ტესტი ჩატარდა და სამ შემთხვევაში ინფიცირება გამოვლინდა. როგორც დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, სამივე ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა.

დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის ანა გაგლოევას ინფორმაციით, ცხინვალის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის 25 პაციენტი მკურნალობს, სულ ოკუპირებული რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში - 215, ხოლო მთლიანობაში დაკვირვების ქვეშ 284 მოქალაქე იმყოფება.

კოვიდინფიცირების პირველი სამი შემთხვევა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში 5 მაისს გამოვლინდა. იმ დროიდან დღემდე სულ 2500 ტესტია ჩატარებული.

რუსეთთან დე ფაქტო საზღვარი ივლისის ბოლომდე ჩაკეტილი დარჩება. ამ ფონზე ცხინვალის რეგიონში ვლადიკავკაზიდან დაბრუნების სურვილი 500-ზე მეტ ადამიანს აქვს გამოთქმული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები