გახარია – ფრნების აღდგენაზე: “ქვეყანაში ვირუსის გავრცელების რისკი არ უნდა შევქმნათ“
03/07/2020 07:54:50 ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფრენების აღდგენაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. კერძოდ, გახარიას თქმით, ხელისუფლება დიალოგს აწარმოებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და პოლონეთთან, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროცესი მკაცრად გაკონტროლდება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ აღიარებულ უსაფრთხო ქვეყნების სიაში დარჩეს.
"ჩვენი პასუხი იქნება ადეკვატური და გონივრული რომ ეს მიღწევა, რომელიც გვაქვს დღეს, არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში შექმნის ვირუსის უკონტროლო გავრცელების მინიმალურ რისკებს. ის აღიარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ გოლად უნდა გადავთარგმნოთ რეალურ ეკონომიკურ მიღწევებში ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ უკვე ვლაპარაკობთ კონკრეტულ სახელმწიფოებთან იმისთვის, რომ ფრენები იყოს აღდგენილი, რასაც სჭირდება გონივრული მიდგომა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ისე სტუმრების ჯანმრთელობაზე",-განაცხადა გიორგი გახარიამ ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი – 19 კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან..
მისი თქმით, ქვეყანას 20 ათასი უცხოელი სტუდენტი ჰყავს, რომლებიც სექტემბერში ქვეყანაში უნდა დაბრუნდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საერთაშორისო ფრენებზე სეზღუდვები 1 აგვისტომდე აქვს აკრძალული.


