„გალის რაიონში აფხაზური იურისდიქცია უნდა იყოს და იმ ადგილობრივების ხმა, რომლებიც ასე თვლიან, ყურად უნდა ვიღოთ”

03-07-2020 13:15:03 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას აზრით, ეთნიკური ქართველებით მჭიდროდ დასახლებული გალის რაიონის “ერთადერთი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ეს საზღვრისპირა რაიონია” და “მასზე აფხაზეთის იურისდიქცია ზუსტად ისევე უნდა ვრცელდებოდეს, როგორც სხვა რაიონებზე”.

ასე უპასუხა ბჟანიამ სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კითხვას, აპირებს თუ არა ახალი დე ფაქტო ხელისუფლება ამ რაიონის დიდი ხნის პრობლემების მოგვარებას და რა მიდგომა აქვს ამ საკითხისადმი.

«დიახ, წლების განმავლობაში მიდის საუბარი გალელების აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრირებაზე. მაგრამ რას ნიშნავს ინტეგრირება? - გალის რაიონში, ისევე, როგორც აფხაზეთის სხვა რაიონებში, ჩვენი – აფხაზური იურისდიქცია უნდა იყოს. შესაბამისად, იქ მცხოვრები ის ადამიანები, რომელთაც აფხაზეთის მოქალაქეობის დადგენილი წესით მიღება სურთ, რომლებიც თავს აფხაზურ სახელმწიფოსთან აიგივებენ და მის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ, - ისინი უნდა დავინახოთ, მათი ხმა ყურად უნდა ვიღოთ და მათ მიმართ შესაბამისი მუშაობა უნდა გატარდეს. იქ თავისებურება ერთადერთია – ეს საზღვრისპირა ტერიტორიაა» - დასძინა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები