
კომპანიამ, რომელსაც სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია უნდა განეხორციელებინა, უარი განაცხადა
03/07/2020 09:21:57 კონფლიქტები
სოხუმის აეროპორტის მომავალი კვლავ პესიმისტურია. ამის შესახებ სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მოსკოვიდან ახლადდაბრუნებულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.
მან განმარტა, რომ კომპანიამ, რომელსაც აეროპორტის რეკონსტრუქცია უნდა განეხორციელებინა, ამ გეგმაზე უარი განაცხადა.
“გადაზიდვები არ არის, პერსპექტივები არ არის, არადა, ეს ობიექტი ძალზე დიდ შენატანებს მოითხოვს” – დასძინა ბჟანიამ.