„შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი, რომელიც შეიძლება, ყოფილიყო და ისინი ამოფარებული არიან პოლიტიკას“

03-07-2020 15:39:02 საშინაო პოლიტიკა

"შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო და ისინი ამოფარებული არიან პოლიტიკას. ამ პროცესის სიმბოლოა ჟორიკა რურუა, რომელიც ჩემი ასაკის ადამიანებისთვის ცალსახად კრიმინალია“,- ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოში მედიასა და პოლიტიკას ამოფარებული კრიმინალები მორალს სპობენ. ჩვენ ვართ მოწმე, რომ შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო და ისინი ამოფარებული არიან პოლიტიკას. ამ პროცესმა ძალიან ღრმად გაიდგა ფესვი და ამ პროცესის სიმბოლოა ჟორიკა რურუა, რომელიც ჩემი ასაკის ადამიანებისთვის ცალსახად კრიმინალი, ბანდიტი და ყაჩაღია. მის წინააღმდეგ აღძრული იყო ძალიან მძიმე, კრიმინალური საქმეები და უამრავი ადამიანია, რომელიც დღესაც მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს მკვლელობებსა და უამრავ დანაშაულზე. ეს იცის საქართველომ და ცნობილია ყველასთვის“, - განაცხადა ხაინდრავამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები