ბიზნეს–ვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება

03-07-2020 16:50:50 ეკონომიკა

საქართველოში ჩამოსული ბიზნეს–ვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნეს–ვიზიტორებს შეეძლებათ, აირჩიონ ტესტირების რეჟიმი. ამ არჩევანის შემთხვევაში ვიზიტორებმა ტესტი თავად უნდა შეიძინონ და 14 დღის განმავლობაში ყოველ მესამე დღეს ჩაიტარონ ტესტირება.

„ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულს. მათ მიეცემათ საშუალება, სავალდებულო კარანტინი ჩაანაცვლონ სავალდებულო, პერიოდული ტესტირებით. ეს არაა რაღაც გადაულახავი საფასური. ეს მან უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავადაც იყოს უსაფრთხოდ და ჩვენც ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ვართ უსაფრთხოდ და ამავდროულად, არ შეფერხდეს ინვესტოორებთან კომუნიკაცია. ჩვენ ძალიან აქტიურ საინვესტიციო პოლიტიკას ვაწარმოებთ. პარალელურად, გვინდა, გამოვიყენოთ ის ახალი შესაძლებლობები, რაც ბაზარზე გაჩნდა. ბიზნესვიზიტორებს აქვთ არჩევანი, თუ დიდი ხნით არიან ჩამოსულები, შეიძლება, არჩიონ ფასიანი კარანტინი და ამით ჩვენს სასტუმროებსაც დაეხმარებიან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები