ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა, ევროსთან – გამყარდა
03/07/2020 12:54:24 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0465 ლარი იქნება, ერთი ევროსი – 3.4221 ლარი, ერთი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის – 3.7947 ლარი, ხოლო ერთი თურქული ლირის 0.4444 ლარი.
3 ივლისს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0463 ლარი იყო, ერთი ევროსი – 3.4381 ლარი, ერთი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის – 3.8124 ლარი, ხოლო ერთი თურქული ლირის 0.4444 ლარი.
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 ივლისს სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა.


