ისრაელში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

03-07-2020 17:43:40

ისრაელში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყების პერიოდიდან ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში Covid-19-მა 326 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 27 611 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 17 607 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 524 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 991 000–ს გადააჭარბა, 5 151 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 943-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 821 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები