"აფხაზეთი საქართველოსგან აღიარებას არ ითხოვს"

03-07-2020 18:40:21 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ "აფხაზეთი საქართველოსგან აღიარებას არ ითხოვს და ამ ეტაპზე მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა სურს".

“ჩვენ არ ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებას, თუმცა, ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება ის შეთანხმებაა, რომელიც ჩვენს შორის შესაძლო ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თუ სხვა საკითხზე დიალოგის შესაძლებლობას იძლევა. ჩემთვის გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ არის ხელმოწერილი შეთანხმება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც კი ეს პუნქტი რეალიზდება, ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართება”, – განაცხადა ბჟანიამ რუსულ გამოცემა "ინტერფაქსთან" ინტერვიუში.

ამასთან, მან “შავ ზღვაში NATO-სა და საქართველოს აქტიურობაზეც” ისაუბრა და ამ კონტექსტში შემდეგი განაცხადა:

“ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ პროცესებს. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს მეშვიდე სამხედრო ბაზასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული რაიმე კონფლიქტის გაღვივებით, თუმცა ჩვენი შეიარაღებული ძალები შესაძლო აგრესიის საპასუხოდ მზად უნდა იყვნენ”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები