დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო: „სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე 234 660–მა პირმა მიიღო“

03-07-2020 19:12:51 საზოგადოება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 176 565 პირი. მათგან 109 495–მა პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 32 848 500 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 125 165 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 25 033 000 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები