საქართველოდან ბრიტანეთში ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

03-07-2020 19:23:08

საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ბრიტანეთის მთავრობის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ სიაში 59 ქვეყანა მოხვდა, რომლის მოქალაქეებსაც ბრიტანეთში მგზავრობისას 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ. ამ ქვეყნებს შორის საქართველო არ არის. სია ძალაში 10 ივლისიდან შევა.

როგორც მთავრობის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სიაში მოხვედრილ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება და მთავრობა უფლებას იტოვებს, ვითარების გაუარესების შემთხვევაში შეზღუდვები ისევ დააწესოს. სია შესაძლოა, მომდევნო დღეების განმავლობაში განახლეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები