ევროკავშირი რიგ ქვეყნებს, მათ შორის იტალიას, საფრანგეთსა და საბერძნეთს 2–თვიან ვადას აძლევს, აუნაზღაურონ მგზავრებს გაუქმებული ფრენების ბილეთების საფასური

03-07-2020 19:44:57 მსოფლიო

ევროკავშირმა გაუქმებული ფრენების კომპენსაციასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი 10 წევრი ქვეყნის წინააღმდეგ შეიტანა. ევროკავშირის სარჩელი ჩეხეთს, სლოვაკეთს, კვიპროსს, საფრანგეთს, საბერძნეთს, იტალიას, ხორვატიას, ლიეტუვას, პოლონეთსა და პორტუგალიას ეხება.

ევროკავშირი ჩამოთვლილ ქვეყნებს ორ თვეს აძლევს, რათა მათ მგზავრებს პანდემიის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების საფასური სრულად აუნაზღაურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე სასამართლოში გაგრძელდება.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 524 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 991 000–ს გადააჭარბა, 5 151 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 943-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 821 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები