ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ოფიციალური ნებართვა გასცა

03-07-2020 20:20:01 მსოფლიო

ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ოფიციალური ნებართვა გასცა.

პრეპარატი თავდაპირველად "ებოლას" სამკურნალოდ გამოიყენებოდა, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ „რემდესივირი“ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელების დროს ამცირებს.

„რემდესივირს“ კომპანია „გილეადი“ აწარმოებს.

„რემდესივირის“ გამოყენება უკვე ნებადართულია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, რომელიც „გილეადის“ მიერ ივლისში წარმოებული პროდუქციის 100 პროცენტს, ხოლო აგვისტოსა და სექტემბერში წარმოებული პროდუქციის 90 პროცენტს წინასწარ შეიძენს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები