ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების მშობლებსა და გულშემატკივრებს მიმართავს

03-07-2020 23:21:04 საზოგადოება

საქაღთველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების ოჯახის წევრებსა და გუშემატკივრებს მიმართავს რეკომენდაციით, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრზე არ შეიკრიბონ.

"აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით – მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცია და ნუ შევიკრიბებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ "პირველი არხის" ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები