საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 900 000–ს გადააჭარბა

03-07-2020 23:38:01 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 900 000–ს გადააჭარბა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია.

  • თურქეთი: 203 456 ინფიცირებული, 5 186 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 19 267ინფიცირებული, 235 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 27 320 ინფიცირებული, 469 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 667 883ინფიცირებული, 9 859 გარდაცვლილი

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 524 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 991 000–ს გადააჭარბა, 5 151 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 943-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 821 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები