"კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს უკავშირდება"

04-07-2020 11:14:58 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან.

“ახალი სამი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, სამივე შემოტანილია. სამივე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი ჩვენთან მოთავსდა. ამ დროისთვის ჩვენთან არის 24 დადასტურებული შემთხვევა. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა ჩვენს ცენტრში, რომელიც დღეს დატოვებს ალბათ ცენტრს. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, საშუალო სიმძიმისაა. ახალი პაციენტის მდგომარეობაც არ არის მძიმე. ჩატარებული კვლევებით ჯერჯერობით მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები