რუსლან აბაშიძე აშშ-ის ხელისუფლებასა და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

04-07-2020 11:20:56 კონფლიქტები ,რეკლამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აშშ-ის ხელისუფლებასა და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ამერიკელ ხალხს გილოცავთ ეროვნული დღესასწაულს- ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები ორმხრივ პატივისცემასა და ნდობაზეა დამყარებული, რომელიც შეუქცევადი ხასიათის მატარებელია და ურთიერთთანამშრომლობის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში, რაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მუდმივ მცდელობაში, აფხაზეთიდან დევნილთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების აუცილებლობის მუდმივ მხარდაჭერაში, დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი საზოგადოების უფლებების დაცვასა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების თანადგომაში გამოიხატება. მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა და გულითადად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე და ვუსურვო ამერიკელ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და სტაბილურობა,“- ნათქვამია რუსლან აბაშიძის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები