სომხეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 500–ს მიუახლოვდა

04-07-2020 11:27:28 მსოფლიო

სომხეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 500–ს მიუახლოვდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 8 ადამიანი დაიღუპა და 580 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 477 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 27 900 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 15 935 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 529 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 191 000–ს გადააჭარბა, 6 346 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 946-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 825 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები