Accentnews.ge
სომხეთში COVID-19–ის დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა

სომხეთში COVID-19–ის დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა

05/07/2020 07:37:24 კავკასია

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 706 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა ინფიცირებული,– ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა 205 პაციენტი.

5 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში ოფიციალური მონაცემებით, რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 28 606 შემთხვევა, მათგან 16 140 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია.

ჯამში სომხეთში ვირუსს 642 პაციენტი ემსხვერპლა. მათგან 158 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S