მე–6 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

05-07-2020 20:37:48 საზოგადოება

მე–6 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

ბავშვს ხელები მოტეხილი აქვს და მედიკოსები კიდევ ერთ ოპერაციას გეგმავენ. ნეიროქირურგიული ოპერაცია კი, რომელიც მას გუშინ ჩაუტარდა, წარმატებული აღმოჩნდა. ბავშვი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ზოგადი მდგომარეობა მძიმეა.

„ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, 4-ში გამთენიისას ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელმაც ჩაიარა წარმატებით. ახლა იგეგმება ტრავმატოლოგიური ოპერაცია ორივე ზედა კიდურის მრავლობითი მოტეხილობის გამო. პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, - აცხადებს ციციშვილის ბავშვთა კლინიკის ექიმი.

3 წლის ბავშვი 3 ივლისს საღამოს, დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი სახლში ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები