ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური რაოდენობა დაფიქსირდა

05-07-2020 20:57:54 მსოფლიო

ბოლო 24 საათში მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური რაოდენობა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღე– ღამის განმავლობაში დაავადებით 212 326 ადამიანი დაინფიცირდა.

სულ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილია 532 000–მდე ადამიანი. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით 11 280 000–ზე მეტი პირი დაავადდა. აქედან ექვს მილიონზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ, ხოლო მეორეზე ბრაზილიაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები