Accentnews.ge
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია

19/06/2019 07:28:20 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან გიორგი ბაიდარაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ იგი თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს.

„მე მესმის, რამდენად რთულია დღე და ღამის განმავლოაბში იყო ჩართული და აწარმოო ეს სამუშაოები. მესმის ეს ყველაფერი, მინდა, გიორგის დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თმით, ბაიდარაშვილს ალექსანდრე ტოგონიძე შეცვლის, რომელიც მერიაში აქამდე ურბანულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციას, მერის განცხადებით, მას დაიკავებს გიორგი ებანოიძე, რომელიც ამავე სამსახურში უფროსის მოადგილედ მუშაობდა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S