
სუს-ი ადასტურებს, რომ საოკუპაციო ძალებმა სამეგრელოში 21 წლის მამაკაცი გაიტაცეს
05/07/2020 17:08:28 კონფლიქტები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სამეგრელოში, სოფელ რიყეს მახლობლად ახალგაზრდა კაცი გაიტაცეს.
21 წლის მამაკაცის გატაცების შესახებ ინფორმაცია პირველად 4 ივლისს გავრცელდა. სუს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.