ევროპის რიგ ქვეყნებში კორონავირუსთან საბრძოლველად ახალი ზომები დაწესდა

06-07-2020 00:26:34 მსოფლიო

5 ივლისს ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ გამოაცხადა ახალი ზომები, რომელთა მეშვეობით უნდა გაკონტროლდეს კორონავირუსის გავრცელება.

ახალი ზომების შესახებ გამოაცხადეს საბერძნეთმა, ესპანეთმა, ირლანდიამ/ ზომები მოიცავს ფართო სპექტრს, როგორც ლოკალურ ე.წ. "ლოკდაუნს", ისე შეზღუდვებს უცხოეთიდან ჩასული პირებისთვის: საბერძნეთმა 15 ივლისამდე დახურა საზღვარი სერბეთის მოქალაქეებისთვის, ხოლო ირლანდიამ განაცხადა, რომ უცხოეთიდან ჩასული პირებისთვის საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქებას გამოცხადებულ ვადაზე ორი კვირით გვიან, 20 ივლისისთვის გადადებს. ესპანეთში გამოცხადდა ლოკალური ე.წ. "ლოკდაუნი", რომელიც სანაპირო ზოლზე მცხოვრებ 70,000-მდე ადამიანს შეეხო. კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის - ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება გამოიწვია ლოკალურმა ზრდამ, რომელიც მოდის ქვანახშირის მაღაროების რეგიონზე, სადაც ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მალე გაუმჯობესდება.

ბრიტანეთმა 4 ივლისს გახსნა პაბები და აცხადებს, რომ ამან კარგად ჩაიარა, რადგან მოქალაქეების უმრავლესობა "პასუხისმგებლობით" იქცეოდა. თუმცა, ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, პაბების გახსნამ ნათლად დაგვანახა ის, რომ მთვრალ ხალხს სოციალური დისტანციის დაცვა არ შეუძლიაო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები