მესტიაში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო

06-07-2020 09:12:29 რეგიონები

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მიმდებარე კლდის ფერდობზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. დღეს დილიდან ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

ტყის ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა ცოცხალი ძალა ჯვრის, წალენჯიხისა და მესტიის განყოფილებებიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.

სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა.

პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია შერეული ტყის მასივზე. ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები