Accentnews.ge
ზუგდიდის ჰოსპიტალში ოკუპირებული აფხაზეთიდან დაჭრილი მამაკაცი შეიყვანეს

ზუგდიდის ჰოსპიტალში ოკუპირებული აფხაზეთიდან დაჭრილი მამაკაცი შეიყვანეს

06/07/2020 05:26:23 კონფლიქტები, საზოგადოება

გუშინ, გვიან ღამით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შუახნის მამაკაცი შეიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ფიჩორი-განმუხურის საოკუპაციო ზოლიდან ცდილობდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, რა დროსაც მას სავარაუდოდ, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.

ექიმის ინფორმაციით, დაზარალებულს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. პაციენტი შესაბამისი სამედიცინო პროცედურების შემდეგ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S